მეუფე გიორგი – “ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად მარნეულში აზერბაიჯანელი ხუდია ბორჩალოელის და ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგას”

მეუფე გიორგი - "ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად მარნეულში აზერბაიჯანელი ხუდია ბორჩალოელის და ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგას"მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომლის განცხადებასაც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით დიდი კრიტიკა მოჰყვა, ახალი ინიციატივით გამოდის. მეუფე გიორგის თქმით, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად მარნეულში ხუდია ბორჩალოელისა და ერეკლე მეფის ძეგლი უნდა დაიდგას, როგორც ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობის სიმბოლო. ეპისკოპოსის თქმით, სწორედ ხუდია ბორჩალოელმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ასპინძის ბრძოლაში:

“სხვადასხვა ვიწრო პარტიული ინტერესების პირებმა თავისი ცილისმწამებლური კამპანიით ჩემი სიტყვები აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან, ჩვენ დებთან და ძმებთან მიიტანეს დამახინჯებულად, თითქოს მეუფე გიორგი ახდენს დისკრიმინაციას. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ნარიმან ნარიმანოვის, პირსისხლიანი კომისრის ძეგლის ნაცვლად ჩვენს ქალაქში დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის, წარმოშობით აზერბაიჯანელი ხუდიას და ერეკლე მეორის ძეგლი, რომელიც იქნება მეგობრობის სიმბოლო,”- განაცხადა მეუფე გიორგიმ. განცხადება ეპისკოპოსმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გააკეთა, სადაც გარეჯობის დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

რუსთავი 2