გიორგი შაქარაშვილის სიკვდილთან დაკავშირებული ამბები ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე დაიწყო, რომელზეც სტუმრები ბილეთებით იყვნენ მიწვეული.
ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:
“მეგობრებო, ამ გოგოს აბრალებენ თითქოს ბილეთები გაყიდა დაბადების დღეზე. სულ რომ ასე ყოფილიყო, პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ყველა, მისი მეგობარი და ახლობელი იყო იქ.
აი, მთელი სატროლეთი რატომ ავრცელებს ჭორებს ეს, ნამდვილად საინტერესოა.”