ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია “ტვ პირველიდან” წასვლას პარასკევს გამოაცხადებენ

ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია “ტვ პირველიდან” წასვლას პარასკევს გამოაცხადებენ“ტვ პირველს” ჟურნალისტები ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ტოვებენ და სამუშაოდ “ფორმულაზე” გადადიან.
აღნიშნული ინფორმაცია “აიპრესს” კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

გადაცემა “პოლიტმეტრის” ავტორები და წამყვანები განცხადებას მიმდინარე სამუშაო კვირის ბოლოს გააკეთებენ, დიდი ალბათობით ეს მოხდება პარასკევს, “პოლიტმეტრის” დასრულების შემდეგ იმავე გადაცემაში.

“აიპრესი” გუშინ მთელი საღამო ცდილობდა ამ ინფორმაციის დადასტურებას თავად ჟურნალისტებისგან, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხეს.