“როგორ მჯეროდა, რომ ამას წაიკითხავდა, როგორ მჯეროდა, რომ მიპასუხებდა…” – ინგა მილორავა გარდაიცვალა

თსუ-ს ლექ­ტო­რი, მწე­რა­ლი და მხატ­ვა­რი ინგა მი­ლო­რა­ვა ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო, მას ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რის შემ­დე­გაც გან­ვი­თარ­და სეფ­სი­სი და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძო­და, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის ლექ­ტო­რის, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბა მის­მა სტუ­დენ­ტებ­მა, კო­ლე­გებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­მა და­ი­წყეს.

“ფე­ის­ბუქ­ზე” სპე­ცი­ა­ლუ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო გვერ­დიც შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც მწერ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად თან­ხას აგ­რო­ვებ­და. მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი შეგ­როვ­და კი­დეც, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა და ინგა მი­ლო­რა­ვა დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

ინგა მი­ლო­რა­ვა იყო რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ავ­ტო­რი – ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბის, მო­თხრო­ბე­ბის, ზღაპ­რე­ბის, ერთი რო­მა­ნი­სა და ლექ­სე­ბის. 1994 წელს გა­მოს­ცა მო­ნოგ­რა­ფია ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე. მუ­შა­ობ­და ახა­ლი და უახ­ლე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­კი­თხებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე. ლი­ტე­რა­ტუ­რის გარ­და, მისი გა­ტა­ცე­ბა მხატ­ვრო­ბა გახ­ლდათ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ნა­მუ­შევ­რებს ქმნი­და.

ნინო წულაიამ ინგა მილორავას შესახებ ფეისბუქში დაწერა:

“რამდენიმე დღის წინ წერილი მივწერე. მთელი ჩემი დადებითი ემოციები, მთელი ჩემი მოლოდინი ჩავატიე სიტყვებში და მივწერე… როგორ მჯეროდა, რომ წაიკითხავდა, როგორ მჯეროდა, რომ მიპასუხებდა… ვწუხვარ, რომ ვეღარ წაიკითხავს, ვეღარ მიპასუხებს… 😥
რომელიღაც ზღაპრული სამყაროს გმირივით იყო ჩემთვის და სულ, სულ ასეთად დარჩება… 💛”