სამების საკათედრო ტაძარს გაზი ჩაუჭრეს – დავალიანება 250.000 ლარს შეადგენს

სამების საკათედრო ტაძარს გაზი ჩაუჭრეს - დავალიანება 250.000 ლარს შეადგენსსა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარს, სამ­წლი­ა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყვი­ტეს. “თბი­ლი­სი ენერ­ჯის” მი­მართ ეკ­ლე­სი­ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა თით­ქმის 250.000 ლარს აღ­წევს.

“ტვ პირ­ვე­ლის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი დახ­მა­რე­ბის­თვის მრევლს მი­მარ­თავს და მათ სთხოვს თხე­ვა­დი გა­ზის ბა­ლო­ნე­ბით მო­ა­მა­რა­გონ ტა­ძა­რი.

სა­მე­ბის ტაძ­რის არ­ქი­მან­დრი­ტის, მამა იო­ა­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლის თქმით, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­და­სა­ხა­დი თვი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 15 000 ლარს შე­ად­გენს, რისი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბაც ეკ­ლე­სი­ას არ აქვს. მისი თქმით, ერთ კვი­რა­ზე მე­ტია ტა­ძარს გაზი არ მი­ე­წო­დე­ბა.

“რამ­დე­ნი­მე დღეა, აღარ გვაქვს გაზი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო. და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გვქონ­და და ჩაჭ­რეს. და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბო­და ეს თან­ხა. მო­ნას­ტერს არას­დროს ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა ეს თან­ხა გა­და­ე­ხა­და.

კომ­პა­ნი­ის მი­მართ მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის, რად­გან ბევ­რჯერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და გაზი არ შეგ­ვი­წყვი­ტეს. რამ­დენ­ჯერ­მე იყო გაფრ­თხი­ლე­ბა და რა ექ­ნათ იმა­თაც, ყო­ველ­თვის გვერ­დში გვედგნენ და რა­ღაც მო­მენ­ტში გა­და­წყვი­ტეს ასე. და­ახ­ლო­ე­ბით 250.000 ლა­რია და­ვა­ლი­ა­ნე­ბა” – აღ­ნიშ­ნა “ტვ პირ­ველ­თან” სა­უბ­რი­სას მამა იო­ა­ნე მჭედ­ლიშ­ვილ­მა.

ამბები