საქართველოს მოსახლეობა 3.716.858 ადამიანს შეადგენს, 20.5% საპენსიო ასაკისაა

საქართველოს მოსახლეობა 3.716.858 ადამიანს შეადგენს,  20.5% საპენსიო ასაკისაასაქართველოს მოსახლეობა (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), ბოლო აღწერის მონაცემებით, 3 716 858 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 20.5%, 762 621 პირი საპენსიო ასაკისაა. შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი “კოვიდ 19”-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს, – ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურის ანალიზი.

“გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ COVID-19-ის მთავარი რისკ-ფაქტორების ოთხი ძირითადი ქრონიკული დაავადების მაჩვენებელი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია – 80%, აქედან: გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე არის 40%, ქრონიკული რესპირაციული დაავადებების მქონე -22%,სიმსივნეებით დასნებოვნებული – 15%, ხოლო დიაბეტით – 3%,” – ნათქვამია ანგარიშში.