საქართველოში კოვიდ 19-ით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა – 82 წლის მამაკაცი მეზობელი ქვეყნიდან იყო შემოსული

საქართველოში კოვიდ 19-ით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა - 82 წლის მამაკაცი მეზობელი ქვეყნიდან იყო შემოსულისაქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ის 82 წლის მამაკაცია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა. როგორც გამყრელიძე ამბობს, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა.

მამაკაცი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 785-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.