სოფო ნიჟარაძეს გოგონა შეეძინა

სოფო ნიჟარაძეს გოგონა შეეძინაერთ-ერთ წარმატებულ ქართველ მომღერალს, 35 წლის სოფო ნიჟარაძეს გოგონა შეეძინა.

როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, გოგონა ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა.

ინფორმაცია სააგენტოს სოფო ნიჟარაძის ახლობლებმაც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

აღსანიშნავია, რომ სოფო ნიჟარაძის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, სოფო ნიჟარაძე  ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია.