ვატო წერეთელი – “არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში”

ვატო წერეთელი - "არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში"ტვ პირველიდან ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილის წასვლას ტელეკომპანიის დირექტორი ვატო წერეთელი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ეკრანიდან არ გამიგია, რომ პოლიტმეტრი ტოვებდა “ტვ პირველს”, თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ,,ფორმულაზე”. მე კი ველოდები ახალ შემოტევებს “ტვ პირველის” წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს✊🏻”