გმირთა მოედანზე მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – მოტოციკლეტისტი დაიღუპა

გმირთა მოედანზე მანქანა მოტოციკლს დაეჯახა - მოტოციკლეტისტი დაიღუპათბილისში, გმირთა მოედანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.