ანიტას დედამ გადაწყვიტა, ორგანოების ცოცხალი დონორი გახდეს

ანიტას დედამ გადაწყვიტა, ორგანოების ცოცხალი დონორი გახდეს“იმედის დილამ” ანიტას დედის ინტერვიუ დაანონსა. როგორც ირკვევა, მარიკო სადრაძემ გადაწყვიტა ორგანოების ცოცხალი დონორი გახდეს. ამის შესახებ ის დეტალურად იმედის დილის გადაცემაში ისაუბრებს.

“პატარა ანიტა ხომ ყველას გვახსოვს? მისმა დედამ, მარიკო სადრაძემ გადაწყვიტა ორგანოების ცოცხალი დონორი გახდეს. ანუ ის თანახმაა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოები დაუთმოს მას, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იცოდით, რომ ერთ დონორს 10 ადამიანის გადარჩენა შეუძლია? დონაციაზე კეთილშობილური საქმე ძალიან ცოტა თუ მოიძებნება. “