ბარსელონადან საქართველოში 170 ადამიანი დაბრუნდა

ბარსელონადან საქართველოში 170 ადამიანი დაბრუნდაუცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. რეისით ბარსელონა-თბილისი, ქვეყანაში 170 ადამიანი დაბრუნდა.

მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. ისინი იზოლაციაში 14 დღე, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

რუსთავი 2