ძლიერი აფეთქების ხმა თემქაზე ფილმის გადაღებას უკავშირდება

ძლიერი აფეთქების ხმა თემქაზე ფილმის გადაღებას უკავშირდებათბილისში, თემქაზე 149-ე სკოლასთან აფეთქების ძლიერი ორჯერ ხმა გაისმა. “კურიერს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ შეტყობინება აფეთქების ხმის გამო შევიდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები გავიდნენ, თუმცა აფეთქების კვალს ვერ მიაგნეს.

“კურიერის” ინფორმაციით, აფეთქება ფილმის გადაღებას უკავშირდება.