ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეეებს საზღვარი გაუხსნა

ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეეებს საზღვარი გაუხსნაესპანეთმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა. ინფორმაციას ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საქართველოდან მიმავალ მგზავრებს შეეძლებათ. ცვლილება 4 ივლისიდან ამოქმედდა.

ესპანეთში გამგზავრების მსურველმა ყველა პირმა, მოგზაურობის დაწყებამდე ელექტრონული განცხადების ფორმა უნდა შეავსოს მისამართზე: www.spth.gob.es, რის შემდეგაც თითოეული მათგანი, საზღვარზე წარსადგენად, სპეციალურ QR კოდს მიიღებს.

მანამდე კი საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები საფრანგეთმა, იტალიამ და შვედეთმაც გაუხსნეს.

ეს გადაწყვეტილება საფრანგეთში პირველ ივლისს მიიღეს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პირველი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს.

ოფიციალური რომის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, ვიზიტის მიზეზის დასაბუთება არ დასჭირდებათ, თუმცა 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ.

შვედეთში სტუმრობის შემთხვევაში კი, ტურისტებს მხოლოდ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის წარდგენა დასჭირდებათ.

მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო საზღვრებს 1-ელ აგვისტომდე არ გახსნის.

მთავარი არხი