გორის ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა თანამდებობა დატოვა  

გორის ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა თანამდებობა დატოვა  ქირურგმა დავით ბარლიანმა გორის ჰოსპიტალის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბარლიანი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. მასთან ერთად, თანამდებობა დირექტორის მოადგილემაც დატოვა.

4 წლის განმავლობაში, გორის ჰოსპიტალში მუშაობის დროს, ანაზღაურების სახით 212.616 ლარი მიიღო.

ქირურგი გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე 2016 წლიდან გამოჩნდა. ის პარალელურად სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ქირურგიული განყოფილების გამგე იყო.

დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს გორის ჰოპიტალიდან მიიღო 21.047 ლარი, ხოლო ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან 13.824 ლარი.

2017 წელს გორის ჰოსპიტალის დირექტორის მოადგილეა. ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო 57.468 ლარი.

2018 წელს გორის ჰოსპიტალის დირექტორი გახდა და მიიღო 67.133 ლარი.

2019 წელს გორის ჰოსპიტალის დირექტორი – 66.968 ლარი.

ქართლი.გე