გუგული მაღრაძე – 51% მოსახლეობისა არის ქალი, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით

გუგული მაღრაძე -  51% მოსახლეობისა არის ქალი, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით51% მოსახლეობისა არის ქალი, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით, აქ პარლამენტში – ამის შესახებ დეპუტატმა გუგული მაღრაძემ გენდერული კვოტირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“1999 წლიდან სულ შემოდის ეს საკითხი, სულ ტრიალებს პარლამენტში და ვერცერთმა პარლამენტმა ვერ შეძლო, ვერ გადალახა, მაპატიეთ და ეს მასკულინური ბარიერი იმისა, რაც რეალობას ასახავს — 51% მოსახლეობისა არის ქალი.

სულ მიკვირს, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით, აქაც პარლამენტში, ისეც. კითხეთ ქალებს, იგრძნობენ თუ არა შეურაცხყოფილად თავს, თუ იქნება კვოტები?” – განაცხადა გუგული მაღრაძემ.