ინგოროყვას კლინიკაში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინგოროყვას კლინიკაში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდამაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, ე.წ. ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.
მათი თქმით, ინფიცირებული ექიმის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულად კარანტინის რეჟიმშია გადაყვანილი.

“ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით გამოვლენილ იყო ყველა საეჭვო კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ჩატარებულია ტესტირება კოვიდინფექციაზე. ჩატარდა სრული დეზინფექცია რეკომენდაციების მიხედვით და შესაბამისი დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი სრულად დაკომპლექტდა სხვა სპეციალისტებით”, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.