ხაბეიშვილი – სამგორში მოსახლეობის ეზოებში ფეკალიები იღვრება

ხაბეიშვილი - სამგორში მოსახლეობის ეზოებში ფეკალიები იღვრებასამგორში, წინუბანში მოსახლეობის კუთვნილ ეზოებში ფეკალიები იღვრება. თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ადგილზე მოსახლეობას შეხვდა და ეცდება ხელისუფლება აიძულოს ამ საკითხზე რეაგირება ჰქონდეთ.

ხაბეიშვილის თქმით, ადგილზე საკანალიზაციო მილი დაახლოებით 7-8 თვის წინ გასკდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში რეაგირება არც მერიას და არც საკრებულოს არ ჰქონია.

ადგილობრივი მოსახლეობა 7-8 თვეა, როგორც კერძო სახლებში მცხოვრებლები, ისე იქ არსებულ პატარა  კორპუსებში, სუნთქავენ ამ ფეკალიებს იმიტომ, რომ ეზოში პირდაპირ ღიად მოედინება და კაციშვილი პატრონი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მიმართეს გამგეობას და მერიას, ამ დრომდე ამ ადამიანებთან არავინ მისულა – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ადგილზე წარმოუდგენელი ანტისანიტარიაა და ეს ყველაფერი ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნის, რომელიც ასობით იქ მცხოვრებ ოჯახს აწუხებს.