ხოსეპ გვარდიოლა: “ახალ ფეხბურთელებს აუცილებლად ვიყიდით“

ხოსეპ გვარდიოლა: “ახალ ფეხბურთელებს აუცილებლად ვიყიდით“მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ მისი გუნდი აუცილებლად განახორციელებს ტრანსფერებს და შეეცდება რომ რამდენიმე პოზიცია გუნდში გააძლიეროს. გვარდიოლას აზრით ყველაზე მეტად ეს დაცვის ხაზს ეხება:

“ვფიქრობ რომ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს ყველა ხაზში, მაგრამ ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა, ამიტომ ტრანსფერებს აუცილებლად განვახორციელებთ. ყველაზე მეტად ეს დაცვის ხაზს ეხება, ამიტომ აქცენტს ამ პოზიციაზე გავაკეთებთ. კონკრეტული სახელები მალე ცნობილი იქნება“.