ლია ჩხენკელი ემიგრანტია საბერძნეთში – “ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მეტი რა გავაკეთო”

ლია ჩხენკელი ემიგრანტია საბერძნეთში - "ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მეტი რა გავაკეთო"9 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მემ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, მე­დი­ის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა ეს ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი საქ­მეა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რად გა­ნიც­დის ყვე­ლა ახალ დე­ტალს ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღეს “ფე­ის­ბუქ­ზე” გავ­რცელ­და კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც “მთა­ვა­რი არ­ხის” გა­და­ცე­მა “მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბის” მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ლია ჩხენ­კელ­მა ვი­დე­ო­ზე და­ტო­ვა. ნიკა გვა­რა­მი­ას გა­და­ცე­მა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს ეხე­ბო­და და ჩხენ­კელ­მა ვი­დე­ო­ზე ასე­თი კო­მენ­ტა­რი და­წე­რა: “ამ­დე­ნი ამ­ბა­ვი რა სა­ჭი­რო იყო ამ უწიგ­ნუ­რი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით”.

კო­მენ­ტარს მა­შინ­ვე მოჰ­ყვა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მძაფ­რი რე­აქ­ცია – ლია ჩხენ­კელს ლან­ძღავ­დნენ და ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვ­დნენ მის­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის გამო ქალ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი გვერ­დი გა­ა­უქ­მა.

თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გვერ­დი ისევ აღად­გი­ნა, ამ­ჯე­რად ფო­ტო­ე­ბის გა­რე­შე და ერ­თა­დერ­თი პოს­ტი და­წე­რა. ქალი წერს, რომ “მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მა” მო­უ­ვი­და და ბო­დიშს იხ­დის:

“ოჯახს და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუხ­დი ძა­ლი­ან დიდ ბო­დიშს ამ უმ­ძი­მე­სი მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მის გამო. ჩემი პო­ზი­ცია თვალ­ნათ­ლივ ჩანს ჩემს სხვა კო­მენ­ტა­რებ­ში, ასე რომ, მე დავ­დე პოს­ტი გამ­გე­ბი გა­ი­გებს. მეტი რა გა­ვა­კე­თო, კი­დევ ერთხელ გიხ­დით ბო­დიშს” – წერს ლია ჩხენ­კე­ლი.

გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლია ჩხენ­კე­ლი რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს და ის “ტრო­ლია”, თუმ­ცა სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით ქალი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა.

AMBEBI.GE-მ შეძ­ლო გა­ერ­კვია და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის შე­სა­ხებ. ლია ჩხენ­კე­ლი ხო­ნი­და­ნაა, წლე­ბის წინ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ამ ქა­ლაქ­ში მარ­თლაც ეწე­ო­და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით ორი ათე­უ­ლი წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში სა­ბერ­ძნეთ­შია და პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ლია ჩხენ­კე­ლი პე­და­გო­გია, გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო:

“სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მი­ა­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც თით­ქოს სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის მიერ არის და­წე­რი­ლი.

სა­მი­ნის­ტრო სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მფლო­ბე­ლი არ არის არ­ცერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლის მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი” – ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამბები