ლუის სუარესს მუხლი ისევ აწუხებს

ლუის სუარესს მუხლი ისევ აწუხებსბარსელონას ურუგვაელ ფორვარდს ლუის სუარესს მუხლის ტრავმა ისევ აწუხებს და შესაძლოა მან ნაპოლისთან შეხვედრა გამოტოვოს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრავმა სერიოზული არ არის.

სუარესმა მუხლზე ოპერაცია იანვარში გაიკეთა, რის გამოც მას რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწია, თუმცა პანდემიის გამო მან ბევრი შეხვედრა არ გამოტოვა. ბოლო პერიოდში ურუგვაელი ფორვარდი საკმაოდ კარგ ფორმაში იყო და მან რამდენიმე ლამაზი გოლიც გაიტანა.