საერთაშორისო მნიშვნელობის სავაჭრო ობიექტი, რომლის მშენებლობაც სოფელ მაწიმში ჯერ კიდევ 2012 წლამდე უნდა დაწყებულიყო, შეჩერებულია. სოფელი საქართველო – აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ადგილობრივები თვლიან, რომ ამით სავაჭრო გზა არამარტო რეგიონის, არამედ საზღვარზე შემოსული უცხოელებისთვისაც გაიხსნებოდა, რადგან ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის პროფილისა და მოსახლეობა ძირითადად პროდუქტის ვაჭრობით არის დაკავებული
შეჩერებულ პროექტზე ჩივიან ყვარელშიც. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ყვარლელებს ტურიზმის განვითარებასა და ტურისტების მოძიებაში უნდა დახმარებოდა, ახლა უფუნქციოდაა დარჩენილი. შენობა, რომელიც სატყეო ფონდს ეკუთვნის არა მარტო მიტოვებული, ჩამოშლილი და განადგურებულია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 400 ათასი ლარია გახარჯული. “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების მხრიდან თანხის გაფლანგვასა და დანაშაულებრივ უპასუხიმგებლობაზე საუბრობს.
გაჩერებული პროექტების მიღმა, ყვარლის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ტერიტორიებით, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ინტერესდებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის ინტერესი იკვეთება ყვარელში, კუდიგორის მთის ნაწილით, სადაც დეპუტატი ახლა სასტუმროს მშენებლობას იწყებს. გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ დეპუტატის სიძეს, ეკონომიკის სამინისტრომ და ყვარლის მუნიციპალიტეტმა კუდიგორაზე 3, 5 ჰექტარი გადასცა.
განმარტებები არ გაკეთებულა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც დღეს “მთავარის” გადამღები ჯგუფი გაურკვეველი მიზეზით, მერიის შენობაში არ შეუშვეს. პასუხი არ აქვთ არც ადგილობრივებს, როდიდან აღდგება შეჩერებულ პროექტებზე სამუშაოების დაწყება, რომლებიც უკვე წლებია მიტოვებულია.
მთავარი

