პანკისში არეულობაა – დუისელებს და მატნელებს შორის პოლიცია დგას

პანკისში არეულობაა - დუისელებს და მატნელებს შორის პოლიცია დგასახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობაა შეკრებილი.
ადგილობრივები გვიან ღამით, პანკისის სოფელ დუისში, ქისტებსა და მათ თანასოფლელებს შორს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მსჯელობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მატნელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში,  პანკისთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მატანში მცხოვრები ახალგაზრდა სოფელ დუისში ქათამს დაეჯახა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.
დაპირისპირება პანკისში ქისტებსა და სოფელ მატნის მცხოვრებლებს შორის გვიან ღამით მოხდა.

რუსთავი 2