რუსთავში ცხელების ცენტრიდან გაქცეულ პაციენტს ეძებენ

რუსთავში ცხელების ცენტრიდან გაქცეულ პაციენტს ეძებენრუსთავში ცხელების ცენტრიდან გაქცეულ პაციენტს ეძებენ.

ცნობილია, რომ ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული მოქალაქე სავალდებულო კარანტინიდან, კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. მას კორონავირუსი, ჩატარებული კვლევის შედეგად არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც თვითნებურად დატოვა პალატა.
“დღეს დილით, დაახლოებით ცხრა საათზე, პაციენტს ემცნო, რომ ამ ეტაპზე, მას არ გამოუვლინდა კოვიდ ინფექცია. განემარტა იმის შესახებ, რომ უნდა დაბრუნებულიყო, კვლავ, საკარანტინო სივრცეში აღნიშნული მან დაადასტურა ხელის მოწერით, თუმცა, დაახლოებით 10 საათისთვის პაციენტმა თვითნებურად დატოვა ჩვენი კლინიკა. ვიმეორებ, ის იყო ბოქსირებულ პალატაში. ფანჯრიდან გადახტა, ფანჯრის რაფაზე აღენიშნება ნაკვალევი. ჩვენს მიერ შეტყობინება გადაცემულ იქნა 112-ზე”, – ამბობს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი.