საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდასაქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1073-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1073 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 907 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 16.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.