შაქარაშვილის ბიძა – უნდა ვამტკიცო, რომ ერთი პოზიცია გვაქვს ოჯახს?! სირცხვილია მართლა

შაქარაშვილის ბიძა - უნდა ვამტკიცო, რომ ერთი პოზიცია გვაქვს ოჯახს?! სირცხვილია მართლა„თუ ამის საჭიროება დადგება, მშობლებიც გააკეთებენ განცხადებას. მათ არ აინტერესებთ ეს სისულელეები და არც მე. ბავშვის ტრაგედიით ერთობიან. რასაც იძახიან, მაგათ კისერზე იყოს“.

ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საზოგადოების ერთი ნაწილის შეფასებებს, რომ თითქოს ის ოჯახის პოზიციას არ გამოხატავს და საქმის ჩაფარცხვაში მონაწილეობს.

„თავიანთი პოლიტკური ქულების გამო, დგანან და ვითომ ვგულშემატკივრობენ. ოჯახზე დიდ გულშემატკივრებად წარმოაჩენენ თავს პოლიტკური ქულების მოსაპოვებლად.

ცხადია, ოჯახი იზიარებს ყველა იმ პოზიციებს, რომელიც მე გამიხმოვანებია. ჩვენ ყოველ საღამოს ერთად ვართ და ვმსჯელობთ, ერთად ვაყალიბებთ ამ პოზიციებს.

იმის გამო, რომ ვიღაცას ეჭვები გაეფანტოს, ნამდვილად არ ვეტყვი მშობლებს, რომ გამოდით, განცხადება გააკეთეთ თქვენთქო.

მთავარია, რომ ჩვენს შორის არსებობს ნდობა, ვერ წარმომიდგენია სხვაგვარად როგორ უნდა იყოს. საერთოდ, ამ თემაზე საუბარიც კი მეუხერხულება. რა უნდა ვამტკიცო, რომ ერთი პოზიცია გვაქვს ოჯახს? სირცხვილია მართლა ამათი კამპანია“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.