სვანეთში 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ – იყო ველოსიპედით, ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი, ბოლოს ნახეს ლენჯერში

სვანეთში 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ - იყო ველოსიპედით, ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი, ბოლოს ნახეს ლენჯერშისვა­ნეთ­ში 13 წლის მო­ზარდს ეძე­ბენ. და­კარ­გუ­ლი ილია ფილ­ფა­ნის ოჯა­ხი დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცახ­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

“მე­გობ­რე­ბო გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა. მეს­ტი­ის რა­ი­ონ, სო­ფელ ლენ­ჯერ­ში, გუ­შინ 18 ივ­ლისს, 11 სა­ათ­ზე სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და 13 წლის ილია ფილ­ფა­ნი. ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი შუ­ა­დღის შემ­დეგ ვე­ძებთ. იყო ვე­ლო­სი­პე­დით, ეხუ­რა კეპი და ეცვა მუქი ტან­საც­მე­ლი. ბო­ლოს ნა­ხეს ლენ­ჯერ­ში. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ბავ­შვის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დით.

591542653 – ირაკ­ლი

595409484 – ანა­ნო”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღეს დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს და პრო­ცეს­ში 20 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი და დრო­ნია ჩარ­თუ­ლი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის დ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამბები