წინანდლის რედისონში ხანძარია – მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია

წინანდლის რედისონში ხანძარია - მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაციაწინანდალში სასტუმრო “რედისონში” ხანძარია. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ძლიერი დაკვამლიანების გამო სტუმრების ევაკუცაია მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს და ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.