წყალტუბოში 17 წლის ნინი სარალიძე ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა

წყალტუბოში 17 წლის ნინი სარალიძე ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპაწყალტუბოში 1 ივლისს უბედური შემთხვევა მოხდა.

17 წლის გოგონა მიტოვებული შენობის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

დაღუპული არასრულწლოვანი 17 წლის ნინი სარალიძეა. გოგონა წყალტუბოს საჯარო სკოლაში სწავლობდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გოგონა მეგობრებთან ერთად 1 ივლისს საღამოს სასეირნოდ გავიდა.

„ტრაგიკული შემთხვევა მესამე სართულზე მოხდა. იმ ტერიტორიაზე ბნელოდა, გოგოს ფეხი შეუდგამს თუ არა, ჩავარდა“.

გოგონას ცხედარი მისმა მეგობრებმა ამოიყვანეს.

„გოგონას ცხედარი მისმა მეგობრებმა გამოიყვანეს პირველი სართულიდან. მოზარდები შოკურ მდგომარეობაში იყვნენ და ადგილზე მისული პოლიცია წყლით და წამლით ასულიერებდა“,- უყვებიან „პრაიმტაიმს“.

შენობა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა ხუთსართულიანია. ობიექტის ნაწილი მიტოვებული, ხოლო ნაწილში სხვადასხვა ორგანიზაცია არის განთავსებული.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი

წყალტუბოში 17 წლის ნინი სარალიძე ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა

შენობა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა