ზუგდიდში მდინარეში 15 წლის ბიჭს ეძებენ

ზუგდიდში მდინარეში 15 წლის ბიჭს ეძებენზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვში მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც სოფლის რწმუნებულმა მამუკა ჯოლოგუამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, როდესაც დინებამ გაიტაცა.

მისივე ინფორმაციით, მოზარდს მდინარეში დაახლოებით ორი საათია ეძებენ.

” საქონლის გადასარეკად გადადიოდა, რა დროსაც გაიტაცა მდინარემ. მასთან ერთად სხვა ბავშვებიც იყვნენ და ისინი ყვებიან ამას. მდინარე ადიდებულია და ჩქარი დინებაცაა”, – აცხადებს მამუკა ჯოლოგუა.

მისივე თქმით, სამძებრო ღონისძიებებში სამაშველო სამსახურთან ერთად მოსახლეობაც არის ჩართული. ადგილზე ასევე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

იპნ