“11 წლის ავთანდილ აბჟანდაძისთვის წესის აგება ნებადართულია” – საპატრიარქოს განცხადება

"11 წლის ავთანდილ აბჟანდაძისთვის წესის აგება ნებადართულია" - საპატრიარქოს განცხადებათერჯოლის რაიონში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის წესის აგებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცლებს.

“თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის წესის აგებასთან დაკავშირებითმიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი,”- აღნიშნულია განცხადებაში.