ათენიდან თბილისში 170 მგზავრი ჩამოფრინდა და ამდენივე გაფრინდა

ათენიდან თბილისში 170 მგზავრი ჩამოფრინდა და ამდენივე გაფრინდახანგრძლივი პაუზის შემდეგ, ავიარეისი ათენი-თბილისი შესრულდა. საბერძნეთიდან ფრენა ამჯერად ბერძნულმა კომპანიამ “ეგეოსის ავიახაზებმა” შეასრულა. ავიარეისით ქვეყანაში 170 მგზავრი ჩამოფრინდა და საქართველოდანაც უკან ამდენივე გაფრინდა.

საბერძნეთთან ფრენების აღდგენას, აგვისტოს დასაწყისში “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საბერძნეთის ელჩი მოითხოვდა, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმ ფაქტის გამო, რომ საქართველომ საკუთარი საზღვრები იმ სახელმწიფოებს გაუხსნა, სადაც ეპიდემიური მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, ვიდრე საბერძნეთში.

ამ ინტერვიუდან ერთ კვირაში, საქართველოს მთავრობამ ათენსა და თბილისს შორის აგვისტოში მინიმუმ ერთი ფრენის განხორციელების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა და ითქვა, რომ უახლოეს პერიოდში ათენთან რეგულარული რეისებიც აღდგება.

“მადლობა მთავრობას რომ განახორციელა ჩარტერული რეისი. მეორე რეისის შესასრულებლად კი ჩვენ უკვე თანხმობას ველოდებით, რომელიც სექტემბრის დასაწყისში იგეგმება. სწორედ ამ რეისს გამოყვება ელჩიც. სულ 170 ადამიანი ჩამოფრინდა საქართველოში, ისინი კი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც 12 დღე გაჩერდებიან,”- აცხადებს ავიაკომპანია “ეგეოსის” დირექტორი ოთარ თაყაიშვილი.

რუსთავი 2