ბათუმი წვიმამ დატბორა

ბათუმი წვიმამ დატბორაბათუმში ძლიერი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, განსაკუთრებული პრობლემა უხვი ნალექის გამო შეიქმნა ლერმონტოვის, სელიმ ხიმშიაშვილის, შავშეთის ქუჩებზე და გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში.

„სანიაღვრე არხები წინასწარ იყო გაწმენდილი და გახსნილი, მაგრამ იმ რაოდენობით ნალექი მოვიდა, რომ შეუძლებელი იყო ჭებს გაეტარებინა. მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები. ჭების თავზე დაგროვილმა ნაგავმა რომ არ შექმნას გამტარუნარიანობის მხრივ პრობლემა, ვასუფთავებთ.  24 საათის განმავლობაში ჯგუფები მობილიზებული გვეყოლება იმ ადგილებში, სადაც პრობლემაა“ – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

ორი დღეა ბათუმში ძლიერად წვიმს. „ბათუმის წყლის“ ცნობით, სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გახსნილია.

ბათუმელები