“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შატილში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.”შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს”, – წერს ბიძინა ივანიშვილი.
ცნობისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა.

