“ბიჭის ნიშნებიც აქვთ და გოგოსიც” – საქართველოში 2 ინტერსექსუალი ბავშვი დაიბადა

"ბიჭის ნიშნებიც აქვთ და გოგოსიც" - საქართველოში 2 ინტერსექსუალი ბავშვი დაიბადამიმდინარე წლის მაისსა და ივნისში საქართველოში ორი ინტერსექსუალი ბავშვი დაიბადა.

როგორც სამშობიაროს გინეკოლოგი განმარტავს, ჩვილების რეპროდუქციული ორგანო ორივე – მდედრობითი და მამრობითი –სქესით ხასიათდება.

გინეკოლოგი გოგიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია და მის პრაქტიკაში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

„9 წლის განმავლობაში, ჩემს კლინიკაში ასეთი შემთხვევა არ მქონია, ძალიან იშვიათია, ასეთ ახალშობილებს თბილისში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ვაგზავნიდით ხოლმე“, – განმარტავს გინეკოლოგი.

პრაიმტაიმი