ეკატერინე ტიკარაძე – სექტემბერში შესაძლოა სწავლა არ დაიწყოს

ეკატერინე ტიკარაძე  - სექტემბერში შესაძლოა სწავლა არ დაიწყოს„თუ ჩვენი ქცევა ასეთი დარჩა, შეიძლება, რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს დაცრულების შემდეგ აცხადებს.

„ამ ეტაპისთვის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მაგრამ, მოქალაქეებს რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებული არის ჩვენს ქცევაზე.

თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს ჩვენ გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეებისა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა უსაფრთხო, კოვიდისგან თავისუფალ სკოლებში მიიღონ განათლება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გახარია – არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს, არ არსებობს

ცნობისთვის, ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლებსა და უმაღლესებში 15 სექტემბერს იგეგმებოდა. შეიცვლება თუ არა საკლასო ოთახსა და აუდიტორიებში სწავლება დისტანციური განათლებით, ეს ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.