ქობულეთსა და ბათუმში, ღამის კლუბებსა ბუნგალოებში მომუშავე პერსონალის სავალდებულო ტესტირება ხვალიდან დაიწყება. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქობულეთში “ჰავანას” კლასტერის გარდა დაფიქსირდა ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც სხვა წყაროს უკავშირდება:
საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთის ერთ-ერთ კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, სადაც ორი თანამშრომელი და შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფები, ჯამში 5 ადამიანია ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის კიდევ ერთი შემთხვევა, მაგრამ ეს ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული.
მომზადდება მასალები და აღწერა რამდენი ღამის კლუბი, რამდენი ბუნგალო არის აჭარაში, ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში, რამდენი თანამშრომელი მუშაობს იქ და ყველას სავალდებულო ტესტირება დაიწყება,“- ამბობს გამყრელიძე.
გარდა ამისა, ბათუმის ბულვარში დაიდგმება კარვები, სადაც დამსვენებლები ნებაყოფლობით ტესტირებას გაივლიან.
მთავარი

