კოტე ყუბანეიშვილი – ნახეთ დღეს რას დაამსგავსეს ჭავჭავაძე, ბაგებიდან რომ იწყება საცობები

კოტე ყუბანეიშვილი - ნახეთ დღეს რას დაამსგავსეს ჭავჭავაძე, ბაგებიდან რომ იწყება საცობებიპოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა პარალიზებულ ჭავჭავაძის გამზირს ლექსი მიუძღვნა. ყუბანეიშვილმა ლექსი ”მთავარ არხზე” გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვის დროს წაიკითხა:

“აღარაფერს აღარ ვამბობ ავჭალაზე, სადაც არ მყავს უამრავი ნაცნობები,
ნახეთ დღეს რას დაამსგავსეს ჭავჭავაძე, ბაგებიდან რომ იწყება საცობები
აქ სიხარბემ საღი გონი გადაძლია, და წაშალა რაც კი იყო ღირებული,
დამნაშავე რა თქმა უნდა კალაძეა, ქალაქია რომ პარალიზირებული”.