ლევან რატიანი – “ავარიის შემდეგ შემოყვანილ სამივე ქალს სიცოცხლე წამლებით უნარჩუნდება”

ლევან რატიანი - "ავარიის შემდეგ შემოყვანილ სამივე ქალს სიცოცხლე წამლებით უნარჩუნდება"თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

“ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი მედიკამენტოზური გზით ნარჩუნდება. საშუალო ასაკი არის 25 წელი. ამ წუთებში, ორ ქალბატონს უტარდება ოპერაცია,”- განაცხადა ლევან რატიანმა.