ლიკანთან 2 სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა – 10 ადამიანი დაშავდა

ლიკანთან 2 სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა - 10 ადამიანი დაშავდალიკანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდათ. ისინი ბორჯომის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას,  რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

პირველი არხი