მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა

მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტამესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულსა და  ლენჯერში საკარანტინე  შეზღუდვები დაწესდა – გადაწყვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი უკავშირდება სვანეთის რეგიონს, სადაც კორონავირუსი 17 პაციენტს დაუდასტურდა.