ახალი დეტალები ხდება ცნობილი ფონიჭალაში მომხდარი საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ.
7 ადამიანი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, ერთი ოჯახის წევრები არიან.
გარდაცვლილი 25 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელთან ერთადაც მისი 4 წლის შვილი ადგილზე დაიღუპა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალის დედაც.
ასევე, ცნობილია, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი 7 წლის ბიჭიც დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყო, როდესაც, ავტომობილში ჩასხდომისას, მანქანა დაეჯახათ. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა 25 წლის გოგო შვილთან ერთად. 7 წლის ბიჭი და ქალის დედა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, 3 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის.
პრაიმ ტაიმი

