5 წლის ბავშვი და ქალი დაიღუპნენ – ფონიჭალაში მანქანამ ქვეითები გაიტანა – 2 ადამიანი დაშავდა

5 წლის ბავშვი და ქალი დაიღუპნენ - ფონიჭალაში მანქანამ ქვეითები გაიტანა - 2 ადამიანი დაშავდაქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაღუპულები 5 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი არიან.

ადგილობრივებმა “მთავარს” უთხრეს, რომ დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.