“საქონელი მოგვიწამლეს!” – ხიდისთავში საბალახოდ გაშვებული 23 ძროხა დაიხოცა

"საქონელი მოგვიწამლეს!" - ხიდისთავში საბალახოდ გაშვებული 23 ძროხა დაიხოცახიდისთავში მინდორში საბალახოდ გაშვებული 23 პირუტყვი დაიხოცა.

დახოცილი საქონელი სპეციალურ ორმოში დაიმარხა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირუტყვი მოწამლეს და მინდვრის შესწავლას მოითხოვენ.

დაზარალებული 8 მოსახლე კი კომპენსაციას მოითხოვს, რადგან მათი ძირითადი შემოსავლის წყარო რძის ნაწარმის რეალიზაცია იყო.

დახოცილი პირუტყვის ნიმუშები შესაბამისმა სამსახურმა უკვე აიღო და პასუხები სავარაუდოდ 2 დღეში გახდება ცნობილი. პირუტყვის დახოცვის ფაქტზე შსს გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.