სასწავლო წლის დაწყებისას, 17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ 

სასწავლო წლის დაწყებისას, 17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები, მთავრობისგან, ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსწავლეები სოციალურ დახმარებას სასწავლო წლის დაწყებისას მიიღებენ.

„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეები, 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ და ეს იქნება ბავშვების ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში. საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლამდე ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას, ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს, სკოლებში განახლდება.