საზმაუს დროებით თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს

საზმაუს დროებით თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებსსაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ვასილ მაღლაფერიძის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. ამის შესახებ ბორდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ განაცხადა.

ფუტკარაძე მაღლაფერიძის გადაწყვეტილებას მოულოდნელს, თუმცა გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა.

ბორდის თავმჯდომარის თქმით, ყოველთვის არსებობდა შეკითხვები ვასილ მაღლაფერიძის “ქართულ ოცნებასთან” აფილირების შესახებ, სავარაუდოდ, მისი გადაწყვეტილების საფუძველიც სწორედ ეს გახდა.

რუსთავი 2