სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება

სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყებასკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც.

„დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც.დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა ჩხენკელმა.