თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერეს

თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერესმომ­ღე­რალ თემო სა­ჯა­ი­ა­სა და მო­დელ მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. წყვილ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რა და ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­და.

თემო და მა­რი­ტა ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში და­ი­ნიშნ­ენ. მომ­ღე­რალ­მა ლა­მაზ­მან სა­ცო­ლეს ხელი პირ­და­პირ ეთერ­ში სთხო­ვა და თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო.

ქორ­წი­ლის ყვე­ლა სტუ­მა­რი თეთ­რებ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. პა­ტარ­ძალს ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გრძე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე კაბა ეცვა, ხოლო სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა­ზე მოკ­ლე და თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოს­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი.

ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის არა­ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მათ შო­რის, მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას მა­მი­და, მარი ჯა­ნა­შია.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში გა­იც­ნო, სა­დაც დი­ლის გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­დათ. მა­რი­ტას და თე­მოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ცნო­ბილ მო­დელ­სა და პო­პუ­ლა­რულ მომ­ღე­რალს წარ­სულ­ში სა­ინ­ტე­რე­სო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც წლებს ით­ვლი­და.

მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ა­სა და ნიკო გო­მე­ლა­უ­რის ვა­ჟის, ჯეჯი გო­მე­ლა­უ­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლი ის­ტო­რია შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მა­რი­ტამ და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა.

მი­ზე­ზად კი ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ წყვილ­მა ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე ცალ­კე ცხოვ­რე­ბა ვერ შეძ­ლო. მა­რი­ტა და ჯეჯი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჯგუ­ფე­ლე­ბი იყ­ვნენ.

სა­ინ­ტე­რე­სო სა­სიყ­ვა­რუ­ლი ის­ტო­რია ჰქონ­და თემო სა­ჯა­ი­ა­საც, რო­მე­ლიც თით­ქმის ქორ­წი­ლამ­დე მი­ვი­და. მომ­ღე­რა­ლი ხუ­თწ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ბა­ლე­რი­ნა ნინა სა­მა­დაშ­ვილს და­შორ­და, რო­მელ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­საც კი აპი­რებ­და.

ამბები