წვიმამ კახეთში სოფელი პატარა გორი დატბორა

წვიმამ კახეთში სოფელი პატარა გორი დატბორაძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში, საცხოვრებელი სახლები დატბორა, გზის ნაწილი და ახლადაშენებული ხიდი დააზიანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდის მშენებლობისათვის, მდინარის კალაპოტია შეცვლილი, თუმცა წვიმის შედეგად მოსულმა ნალექმა კვლავ ძველ კალაპოტში გაიარა და ერთი თვის წინ აშენებული ხიდი დააზიანა.

გადავსებული სანიაღვრე არხებიდან გადასული წყალი, ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებში შევარდა და 18 ოჯახის პირველი სართულები დატბორა.

სახლებსა და ეზოებში შევარდნილმა ნალექმა გაანადგურა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დააზიანა ბაღჩეული კულტურებიც.

პრაიმ ტაიმი