“14 წლის ბიჭი 9 წლის ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა, რისთვისაც ბ.ქ.-მ მას ყური მოაჭრა” – რა მოხდა კახეთში

"14 წლის ბიჭი 9 წლის ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა, რისთვისაც ბ.ქ.-მ მას ყური მოაჭრა" - რა მოხდა კახეთშიში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნი, ხოლო მას­ზე ძა­ლა­დო­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი, 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ქ. და­ა­კა­ვეს.

შსს-ის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სამი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა, რის შემ­დე­გაც მას ძა­ლა­დო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა პირ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­დეგ ყუ­რის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

„პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი – დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხ­ლე­ბით აწარ­მო­ებს“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის მე­ზო­ბელს ესა­უბ­რა:

“მო­ძა­ლა­დის ოჯახს სო­ფე­ლი კარ­გად არც იც­ნობს, კა­ხე­თის სხვა სოფ­ლი­დან არი­ან ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი. ერთი უბი­რი ხალ­ხია, არა­ვის­თან კონ­ტაქ­ტო­ბენ და მათ­ზე ბევ­რი არც არა­ფე­რი ვი­ცით. მო­ძა­ლა­დე 14 წლი­საა, სკო­ლის მოს­წავ­ლეა და მის გარ­და მშობ­ლებს კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავთ.

ეს ბიჭი თურ­მე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია, რაც 9 წლის ბიჭ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და და ბავ­შვს აში­ნებ­და თურ­მე, – ვინ­მეს თუ ეტყვი, მოგ­კლა­ვო. ამ პა­ტა­რა ბი­ჭის მე­გობ­რებს, 8-9 წლის ძმებს და­უ­ნა­ხავთ, რო­გორ უპი­რებ­და მო­რიგ ძა­ლა­დო­ბას მო­ზარდს და მიხ­მა­რე­ბი­ან, მისი ცემა და­უ­წყი­ათ. ის უფ­რო­სი იყო და რა თქმა უნდა, მო­ე­რია მათ. ამ ცემა-ტყე­პის მერე ეს ბავ­შვე­ბი, ძმე­ბი გაქ­ცე­უ­ლან და მა­მის­თვის მო­უ­ყო­ლი­ათ, ასე­თი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, უფ­როსკლა­სე­ლი ჩვენს მე­გო­ბარ­ზე ძა­ლა­დობს, და­ვეხ­მა­რეთ და ჩვენც გვცე­მაო.

ბავ­შვე­ბის მამა მი­სუ­ლა სკო­ლა­ში, გა­მო­უყ­ვა­ნია ეს 14 წლის ბიჭი, უცე­მია და ყური გა­უჭ­რია, ეტყო­ბა შე­ა­ში­ნა. როცა მო­ძა­ლა­დე ბიჭი სახ­ლში მი­სუ­ლა და მა­მას ჭრი­ლო­ბა უნა­ხავს, პირ­და­პირ გა­ვარ­დნი­ლა პო­ლი­ცი­ა­ში და უჩივ­ლია – ჩემი შვი­ლი სცე­მეს და ყურს აჭ­რიდ­ნე­ნო. მა­მამ არ იცო­და, რას სჩა­დი­ო­და მისი შვი­ლი, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა არც წა­სუ­ლი­ყო პო­ლი­ცი­ა­ში.

პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე და­ა­კა­ვა, მო­ძა­ლა­დეც და ბავ­შვე­ბის მა­მაც, რო­მე­ლიც მას გა­უს­წორ­და. ისე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­ნა, სხვა გზა არ ჰქონ­და და ბიჭ­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. ახლა შსს-ს და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი. მთე­ლი სო­ფე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვი­თხოვთ, თავ­დე­ბად და­ვუდ­გე­ბით, ვი­ნა­ი­დან არ არის დამ­ნა­შა­ვე, მან გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა ეს სა­ში­ნე­ლე­ბა. ყვე­ლას დაგ­ვყავს შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში და ის რომ არა, ვინ იცის, რამ­დენ ბავ­შვს გა­ა­უ­ბე­დუ­რებ­და ის ავად­მყო­ფი, ეგ ოჯა­ხი კი უნდა წა­ვი­დეს ჩვე­ნი სოფ­ლი­დან”.

ამბები